ზურაბ ჟვანიას საქმე

ნაფიცმა მსაჯულებმა ხარშილაძისა და ძაძამიას საქმეზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ნაფიცმა მსაჯულებმა კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას ბრალდების საქმეზე ერთპიროვნული გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. მსაჯულებს კანონით გათვალისწინებული შემდეგი 6-საათიანი ვადა განესაზღვრათ.

6 საათის განმავლობაში მსაჯულებმა ვერდიქტი ხმათა უმრავლესობით უნდა გამოიტანონ. განსაზღვრულ ვადაში ხმები ნაწილდება რვა ოთხის წინააღმდეგ. თუ ნაფიცები აღნიშნულ ექვსსაათიან დროში ვერ შეძლებენ ვერდიქტისთვის საჭირო ხმების დაგროვებას, მათ კანონით გათვალისწინებული კიდევ სამი საათი დაემატებათ, სადაც ვერდიქტისთვის ასევე 8 ხმაა საჭირო 4-ის წინააღმდეგ.

ჯამში განსაზღვრული 12-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ კი მოსამართლე მათ ან გონივრულ ვადას განუსაზღვრავს, ან მიიღებს გადაწყვეტილებას ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შესარჩევად.

კომენტარები