ზურაბ ჟვანიას საქმე

გოგლა ჟვანია: ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს ადეკვატური გადაწყვეტილება

გოგლა ჟვანია
ტაბულა

ზურაბ ჟვანიას ძმის გოგლა ჟვანიას მოსაზრებით, ყოფილი პრემიერის დაცვის წევრების გამტყუნებით ნაფიცმა მსაჯულებმა ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღეს. 

"ველოდი გამამტყუნებელ განაჩენს იმიტომ, რომ საკმაოდ კარგად ვიცნობ ამ საქმის მასალებს. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო ძირითადი საქმე - ზურას სიკვდილის გარემოებების დამდგენი საქმე, მიუხედავად იმისა, რომ დაცვამ ყველანაირად სცადა აქეთკენ გადაეტანა აქცენტები. რეალურად ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ამ ადამიანების მიერ გამოჩენილ გულგრილობაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე და მსაჯულებმა მიიღეს ადეკვატური გადაწყვეტილება", - თქვა გოგლა ჟვანიამ.

ნაფიცმა მსაჯულებმა 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ კობა ხარშილაძესა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს.

კომენტარები