გიგი უგულავა

მატროსოვის ციხესთან გამართული აქციით გიგი უგულავას დაბადების დღე მიულოცეს

გიგი უგულავა

ეგრეთ წოდებული მატროსოვის ციხესთან თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაბადების დღეს მეგობრები აქციით აღნიშნავენ. ციხესთან იმყოფებიან მისი შვილები, მეგობრები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები, ყოფილი გამგებლები და სამოქალაქო საზოგადეობის წარმომადგენლები იმყოფებიან. ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გიგი უგულავას მერობის პერიოდში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების იმპროვიზებული გამოფენაც მოეწყო. აქციის მონაწილეთა თქმით, გიგი უგულავას ციხეში ყოფნა კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს, რადგანაც კონსტიტუციის მიხედვით სასამართლოს განაჩენის გარეშე 9 თვეზე მეტ ხანს პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა არ შეიძლება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის სერგო რატიანის თქმით, სახელმწიფოს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება არის შურისძიება წარმატებაზე, რადგანაც ამ ადამიანებმა ამ წლების მანძილზე წარმატებას მიაღწიეს, შექმნეს სახელმწიფო, ეწეოდნენ აღმშენებლობას და მათი დაპატიმრება სხვა არაფერი არ არის თუ არა მათზე შურისძიება. გიორგი ბარამიძის თქმით კი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკომისია ღიად მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნის ნიშნები შეწყდეს.

გიგი უგულავა თბილისის მერი 2005-2014 წლებში იყო.

კომენტარები