კრიმინალი

შსს-ს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1994 წელს დაბადებული გიორგი თ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი თ. 5 აგვისტოს ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალში ნიღბით და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული შეიჭრა, იარაღის მუქარით ბანკის მენეჯერსა და მოლარეებს ფული მოსთხოვა. ბრალდებულმა თანხის წაღება ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა."-წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიციამ ნიღაბი და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

კომენტარები