სოციალური დახმარება

ბაქრაძე: ეთნიკური უმცირესობები დატოვებულები არიან ყურადღების გარეშე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, დავით ბაქრაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ, სოციალურად დაუცველი, ოჯახების წევრებს შეხვდა. შეხვედრისას მთავარი თემა ოჯახებისათვის სოციალურად დაუცველის სტატუსის შეჩერება იყო. დავით ბაქრაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად მოახდინოს სოციალური დახმარების სისტემის რეფორმირება.

"ჩვენს ეთნიკურ უმცირესობებს განსაკუთრებული მიხედვა და ყურადღება სჭირდება, რადგან წინა წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იყო ის, რომ დღეს ეს ადამიანები თავს აღიქვამენ საქართველოს მოქალაქეებად და საქართველოს პატრიოტებად. ძალიან შემაშფოთებელი საშიში და ცუდია ქვეყნისთვის, როდესაც დღეს ისინი დატოვებულები არიან ყურადღების და მიხედვის გარეშე და ასეთი ოჯახები მარნეულის რაიონში დაგროვდა ასეულობით, ოჯახები, რომლებსაც ძალიან უჭირს, ოჯახები, რომლებსაც მოუხსნეს სოციალური დახმარება და ოჯახები, რომლების დატოვეს ყოველგვარი ყურადღების და პატრონობის გარეშე."-განცახადა ბაქრაძემ

კომენტარები