ქრთამის აღება

ქრთამის აღების ბრალდებით ლენტეხის გამგეობის სამსახურის უფროსი დააკავეს

is.ge
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ბორის ლიპარტელიანი დააკავა.
 
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შესაბამისი სახელმწიფო ნებართვის გაცემის და სხვა კანონით დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებზე თანხმობის გაცემისა და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. 

კომენტარები