კრიზისი უკრაინაში

პოროშენკო მერკელსა და ოლანდს შეხვდება

0 კომენტარი
ფოტო: dailystormer.com

ეუთოს დამკვირვებელთა მისიამ უკრაინაში თავის ანგარიშში დაადასტურა, რომ სოფელი სარტანა მარიუპოლის მახლობლად რამდენიმე დღის წინ მძიმე არტილერიის გამოყენებით, აღმოსავლეთის მხრიდან დაიბომბა, სადაც სეპარატისტების პოზიციებია განლაგებული. ამ დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, შვიდი კი დაშავდა. გასულ ღამეს სეპარატისტებმა დასახლებული პუნქტები ლუგანსკის ოლქში დაბომბეს, რის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტი, ქვეყნის აღმოსავლეთში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით, 24 აგვისტოს გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს. პეტრო პოროშენკო მინსკის მოლაპარაკების ინიციატორებთან ვითარების დეესკალაციის შესაძლო გზებზე იმსჯელებს. ეს ე. წ. ნორმანდიის ფორმატის პირველი შეხვედრა იქნება რუსეთის პრეზიდენტის გარეშე. 

ვლადიმირ პუტინი კი ოკუპირებულ ყირიმში ზღვაში წყალქვეშა აპარატით ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მისი ვიზიტით უკრაინელი კოლეგის აღშფოთების საპასუხოდ პუტინმა განაცხადა, რომ ყირიმის რუსეთთან შეერთება ხალხის ნებაა და ამით საკითხი ამოწურულია. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბესელია კილაძეს: დაწყნარდი, შეგიძლია, გაიარ-გამოიარო და შემდეგ შემოხვიდე

კომენტარები