დანაშაულის სტატისტიკა

შსს: 2015 წლის პირველ ნახევარში დანაშაულმა წინა წელთან შედარებით 4%-ით იკლო

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის ახალ სტატისტიკას აქვეყნებს - შსს-ში ირწმუნებიან, რომ ივლისის თვისა და 2015 წლის პირველი 6 თვის მონაცემები ყველა იმ უწყების მონაცემებს ასახავს, რომელიც დანაშაულს იძიებს.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ივლისში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყებამ ჯამში 3302 დანაშაული დაარეგისტრირა, რომელთაგანაც 1378 (41.73%) გაიხსნა. მონაცემების მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დანაშაულმა 3.62%-ით იკლო. 

2015 წლის იანვარ-ივლისის თვეებში კი საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყებამ 20438 დანაშაული დაარეგისტრირა, რომელთაგან 11506 გაიხსნა. დანაშაულის გახსნის პროცენტი 56.3%-ია. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -4.32%.

კომენტარები