კაზინო აჭარა

კაზინო აჭარაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა

casinoadjara.com

კაზინო აჭარაში ფინანსური პოლიცია შევიდა. კაზინო შემოწმების გამო დაკეტილია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კაზინოს გადასახადების დამალვას, თავიდან არიდებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება. საგამოძიებო სამუშაოები კაზინოში მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, გიორგი გრძელიშვილის თქმით, შპს კაზინო აჭარას მიმართ საქმე აღძრულია ორი მუხლით: პირველი მუხლი არის 218-ე, რომელიც გულისხმობს გადასახადებისგან თავის არიდებას. მეორე მუხლი კი არის 194-ე, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას. 

კაზინო აჭარა 1998 წლიდან ოპერირებს, 5-ათასკვადრატულმეტრიან სამორინეს დღე-ღამეში 2 ათასი სტუმრის მომსახურება შეუძლია.

კომენტარები