კომუნიკაციები

სილქნეთი აბონენტებისთვის CNN-ისა და Cartoon network-ის გათიშვას გეგმავს

CNN

სილქნეთი საკაბელო ტელევიზიის აბონენეტებისთვის CNN-ის, Cartoon network-ისა და Boomerang-ის გათიშვას გეგმავს. არხების მოსალოდნელი გათიშვის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ მომხმარებლებს უკვე მიაწოდა. სილქნეთში განმარტავენ, რომ არხების გათიშვა მუდმივად არ გასტანს და მომხარებელებს ამ არხების ხელახლა ნახვის საშუალება ისევ მიეცემათ. სილქნეთის წარმომადგენლის თქმით, არხების გავრეცელბის კონტრაქტის ვადა ამოწურულია და ამჟამად კომპანია ამ არხების პროვაიდერთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობს.

კომენტარები