სტიქია კახეთში

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ კახეთის რამდენიმე რაიონი დააზარალა

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

კახეთის რამდენიმე რაიონი სტიქიამ დააზარალა. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ყვარელში, ახმეტასა და ლაგოდეხში მოსავალი გაანადგურა. ქარმა კი, სახლებს სახურავები გადახადა. ლაგოდეხის რაიონის სოფლებში დატბორილია სახლების პირველი სართულებიც. სტიქიისგან გამოწვეული დაზიანებების გამო ყვარელსა და ლაგოდეხში 8 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სეტყვამ ხეხილის ბაღები და ბოსტნეული დააზიანა პანკისის ხეობაშიც, სოფლებში - დუისსა და ჯოყოლოში.

სტიქიის ზონებში საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ. ადგილზე ბრიგადები თბილისიდანაც ჩავიდნენ. 

კომენტარები