რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა

კარტერი: რუსეთი აშშ-სთვის სასიცოცხლო საფრთხეს წარმოადგენს

www.defense.gov

რუსეთი, მისი ბირთვული არსენალი და მისი პოლიტიკა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სასიცოცხლო საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განაცხადა. მისი თქმით, ცივი ომის შემდეგ ვაშინგტონი მოსკოვს მოწინააღმდეგედ არ განიხილავდა. თუმცა. ვლადიმირ პუტინის რუსეთი შტატების მიმართ ანტაგონისტურად იქცევა.

კარტერის განცხადებით, ვაშინტონი რუსეთის მიმართ ძალისა და ბალანსის პოლიტიკას განახორციელებს, კერძოდ, გააძლიერებს საკუთარ და მოკავშირეთა სამხედრო შესაძლებლობებს, ამავე დროს, ღია დარჩება გარკვეულ მიმართულებებზე რუსეთთან თანამშრომლობისთვის. 

კომენტარები