სტიქია რაჭაში

სტიქია რაჭაში - რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია

რაჭა - რიონის ხეობა
wikipedia.org

ძლიერი წვიმის შედეგად რაჭაში რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია. ადგილობრივების განცხადებით მათ არ მიეწოდებათ წყალი და ელექტროენერგია. სტიქიამ საავტომობილო გზა და ხიდი დაანგრია. ზარალია ქალაქ ონშიც, სადაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით სტიქიამ რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა.  

„ჩართულები ვართ სამხარეო ხელისუფლებაც, სამაშველო სამსახური მობილიზებულია, ტექნიკა მობილიზებულია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ამას გარდა კიდევ სახურავები გადახადა, თვითონ ონში, ქალაქში რამდენიმე სახლს, თვითონ გამგეობის შენობაზეც არის სახურავი გადახდილი. მრავალწლიანი ნარგავებია ასევე მოთხრილი.

დაწყვეტილია სადენები. პანიკის საფუძველი არ არის, მობილიზებულია სამსახურები, მე თვითონ ადგილზე არა ვარ, ყაზბეგზე ვარ ამოსული, მაგრამ რა თქმა უნდა ყოველ წუთს ვამოწმებ და ვაკონტროლებ სიტუაციას", - განუცხადა ტელეკომპანია რუსთავი 2-ს მარგველიძემ.

კომენტარები