სტიქია კახეთში

ღვინიაშვილი: ვაზის გადასარჩენად შხამ-ქიმიკატები უფასოდ უნდა დარიგდეს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მოუწოდებს ხელისუფლებას, სტიქიით დაზარალებულ კახეთის რეგიონს, ვაზის გადასარჩენად შხამ-ქიმიკატები დაურიგოს. ღვინიაშვილი აცხადებს, რომ ამგვარი პრაქტიკა წარსულში არსებობდა და ვაზის გადასარჩენად საჭიროა უახლოეს საათებში მისი დამუშავება.

"გაუგებარი ჩვენი ხელისუფლების უმოქმედობა, რომელიც არ იყენებს წინა წლებში დამკვიდრებულ პრაქტიკას, როდესაც ასეთ შემთხვევაში მოსახლეობას უფასოდ ურიგდებოდა შხამ-ქიმიკატები და სხვა საშუალებები, რათა გადარჩენილიყო ვაზი.

ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოსახლეობას დაუდგეს გვერდით და ასეთი საშუალებები შეიტანოს იქ, რათა ელემენტარულად გადარჩეს ვაზი და მთლიანად არ განადგურდეს", - აცხადებს ღვინიაშვილი.

კომენტარები