რეკლამა

ამერიკული ჰოთ დოგი გაგისინჯავს? - შემოიხედე foodpanda.ge-ზე

0 კომენტარი

ფუდპანდა და მისი პარტნიორები მომხმარებელს ყოველდღიურად სიურპირზს სთავაზობენ. წინ ცხელი, თუმცა სასიამოვნო დღეები გელით.... გაგრილდით ფუდპანდასთან ერთად, ის კერძების მომზადების „ციებ-ცხელებას“ ნამდვილად აგარიდებთ!

სწრაფი კვების ბაზარზე საკვების ონლაინ შეკვეთა ვებ გვერდზე - www.foodpanda.ge - სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ის მოსწონს ყველას - ნებისმიერი პროფესიისა თუ ასაკის ადამიანს, ნებისმიერ გარემოსა თუ გარემოცვაში. „ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს.

foodpanda გაძლევს საშუალებას დააგემოვნოთ თბილისში საუკეთესო ამერიკული ჰოთ დოგები! შემოიხედე foodpanda.ge-ზე, შეუკვეთე და კომპანიის კურიერები სასურველ დროს და ადგილას მოგართმევენ.

პირველი ჰოთ დოგი შეიქმნა ამერიკაში, თუმცა მას გერმანული ფესვები აქვს. მე-13 საუკუნეში ერთმა ადამიანმა შექმნა სოსისი, რომელიც ისეთი გემრიელი იყო, რომ მით იმპერატორებს კვებავდნენ. ამ სოსისებს ეწოდებოდათ “ფრანკფურტერები” გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის საპატივსაცემოდ. დაახლოებით 1870 წელს, გერმანელმა ემიგრანტმა ჩარლს ფელტმანმა ბრუკლინში დაიწყო პურში გახვეული “ფრანკფურტერების” გაყიდვა და მას dachshund-ს უწოდებდა, რაც ქართულად – ტაქსას ნიშნავს – ძაღლთან საოცარი მსგავსების გამო . ახალი ორიგინალური საკვები უცებ გავრცელდა, და რადგანაც ის კომფორტული იყო გადაადგილების დროსაც, მისი გაყიდვა ბეისბოლის მატჩებზე დაიწყეს. 1906 წლის ერთ მშვენიერ დღეს ერთ-ერთი ამერიკული გაზეთის ილუსტრატორი ტედ დორგანი ესწრებოდა ერთ-ერთ ბეისბოლის მატჩს და გადაწყვიტა შეექმნა ორიგინალური ნახატი. მეორე დღეს გაზეთებში გაჩნდა მისი ნამუშევარი – პურში გახვეული ძაღლი ტაქსა, სწორედ ის ჯიში რომელის საოცრად წააგავს სოსისს ილუსტრატორმა ნახატს მიაწერა – “მიირთვით თქვენი ცხელი ძაღლი”, სავარაუდოდ მას ან დაავიწყდა რთული დასახელება, ან უბრალოდ არ იცოდა. ამის შემდგომ ძველი სახელი აღარავის გახსენებია, ჰოთ დოგი კი ერთ ერთი უპოპულარულესი საკვები გახდა ჯერ ამერიკაში და შემდეგ მსოფლიოში.

ამერიკაში 18 ივლისი გამოცხადდა ჰოთ დოგის დღედ (National Hot Dog Day). აგრეთვე აღსანიშნავია, რომ აშშ-ში 1994 წელს შეიქმნა ჰოთ-დოგისა და სოსისის ეროვნული საბჭო (The National Hot Dog and Sausage Council), რომელიც დაკავებულია პროდუქტის ხარისხის კვლევით, დეგუსტაციითა და რეკლამით. ტრადიციულად ჰოთ-დოგისა და სოსისის ეროვნული საბჭოს წევრები აწყობენ შეჯიბრს ჰოთ-დოგის მომზადების ხელოვნებაში, 4 უმთავრესი წესით: 18 წლის ასაკს ზემოთ იკრძალება ჰოთ-დოგზე კეტჩუპის დასხმა; ჰოთ-დოგის ჭამა არ შეიძლება თეფშიდან – მხოლოდ ხელით; არ შეიძლება ხელებზე დარჩენილი საწებლის მობანვა, მხოლოდ ლოკვა; არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჰოთ-დოგის მიტანა ფაიფურის ჭურჭლით – ეს შეუთავსებელია ცნებასთან – “ჰოთ-დოგი – ამერიკელთა ეროვნული საკვები”. სტატისტიკა მეტყველებს, რომ უკანასკნელ ხანებში ჰოთ-დოგის მოხმარება გაიზარდა და საშუალო ამერიკელი მიირთმევს წელიწადში დაახლოებით 60 ჰოთ-დოგს

შემოგთავაზებთ ჰოთ დოგის გაკეთების ერთ-ერთ რეცეპტს:

ინგრედიენტები 4 ულუფისათვის: 4 ცალი ჰოთ-დოგის ფუნთუშა (შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი მოგრძო ფორმის პური), 4 ცალი “ლანდჰოფის” სოსისი “ფრანკფურტერი”, შემწვარი ხახვი, მდოგვი, კეტჩუპი, ფირფიტებად დაჭრილი ძმრით შეზავებული კიტრის მარინადი, მაიონეზი გემოვნებით.

მომზადების წესი: ჰოთ-დოგის პურები გაჭერით შუაზე და გახუხეთ ტოსტერში. სოსისი 75 გრადუსამდე ტემპერატურის წყალში შეათბეთ (არ აადუღოთ!). თბილ პურებს დააყარეთ შემწვარი ხახვი, მოასხით მდოგვი, მაიონეზი და კეტჩუპი, დაალაგეთ სოსისები და დაახურეთ – თბილი და ნოყიერი ჰოთ-დოგი მზადაა! ძალიან უხდება მწვანე სალათს.

გემრიელად მიირთვით!

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლადო აფხაზავა

კომენტარები