ლარის გაუფასურება

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა დოლართან მიმართებით 3.8 თეთრი დაკარგა

0 კომენტარი
ფოტო: Bloomberg

Bloomberg-ის სავალუტო აუქციონის სისტემაში დღევანდელი ვაჭრობა ეროვნული ვალუტისთვის წაგებით დაიწყო. ერთი აშშ დოლარი 2.38 ლარი ღირს. ლარმა ვაჭრობის დაწყებიდან დოლართან მიმართებით 3.8 თეთრი დაკარგა. კომერციულ ბანკებში კი დოლარის ღირებულება უფრო მაღალია და ის დაახლოებით 2.39-ს შეადგენს. დღესვე განსაკუთრებით გაიზარდა ევროსა და გირვანქა სტერლინგის შესასყიდი ფასიც. ერთი ევრო კომერციულ ბანკებში 2.77 ლარი ღირს, დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის შესასყიდი ფასი კი 3.79-ია. 

ლარის უკანასკნელი გაუფასურება რეგიონში გაუარესებული ეკონომიკური ვითარებას უკავშირდება, რაც ყაზახური ტენგეს 27%-იანი გაუფასურებით არის გამოწვეული. ასევე სწრაფი ტემპებით უფასურდება თურქული ლირაც. ლარის გაუფასურება ექსპორტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 24%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა.

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონი Bloomberg-ის სისტემით ტარდება, რომელშიც კერძო ბანკები არიან ჩართულნი. Bloomberg-ის სისტემა დღეისთვის სავალუტო აუქციონის ჩატარების ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემაა. ეროვნული ბანკი სისტემაში დადებული გარიგებების მონიტორინგს ყოველდღიურად ახდენს, რაც ბაზარზე სპეკულაციების ალბათობას პრაქტიკულად მინიმუმამდე ამცირებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები