ლარის გაუფასურება

Bloomberg-ის სავალუტო აუქციონზე ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.41 ლარი გახდა

ერთი აშშ დოლარი 2.41 ლარი ღირს
Bloomberg

Bloomberg-ის სავალუტო აუქციონის სისტემაში ერთი აშშ დოლარი 2.41 გახდა, დღევანდელი ვაჭრობა 2.34-ზე დაიწყო. კომერციულ ბანკებში კი ერთი დოლარის ღირებულება 2.40-ს შეადგენს. დღესვე განსაკუთრებით გაიზარდა ევროსა და გირვანქა სტერლინგის შესასყიდი ფასიც. ერთი ევრო კომერციულ ბანკებში 2.79 ლარი ღირს, დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის შესასყიდი ფასი კი 3.82-ია. ოფიციალურ გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი დღეს 17 საათზე გამოაქვეყნებს. 

ლარის უკანასკნელი გაუფასურება რეგიონში გაუარესებული ეკონომიკური ვითარებას უკავშირდება, რაც ყაზახური ტენგეს 27%-იანი გაუფასურებით არის გამოწვეული. ასევე სწრაფი ტემპებით უფასურდება თურქული ლირაც. ლარის გაუფასურება ექსპორტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 24%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა.

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონი Bloomberg-ის სისტემით ტარდება, რომელშიც კერძო ბანკები არიან ჩართულნი. Bloomberg-ის სისტემა დღეისთვის სავალუტო აუქციონის ჩატარების ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემაა. ეროვნული ბანკი სისტემაში დადებული გარიგებების მონიტორინგს ყოველდღიურად ახდენს, რაც ბაზარზე სპეკულაციების ალბათობას პრაქტიკულად მინიმუმამდე ამცირებს. 

კომენტარები