რუბლის ვარდნა

1 დოლარი 70 რუბლი ღირს, 1 ევრო - 81

Ilya Pitalev / RIA Novosti

რუსული რუბლის კურსი რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად დილარის კურსმა 70 რუბლს გადააჭარბა, ხოლო ევროსი - 81-ს. ეს რუბლის მინიმალური კურსია 1997 წლის შემდეგ. მოსკოვში გადამცვლელ პუნქტებთან რიგები გაჩნდა. ბევრ პუნქტში ვალუტის დეფიციტი შეიქმნა.  

რუსული რუბლის ვარდნა ნავთობის ფასების დაცემის პარალელურად მიმდინარეობს. ბრენტის მარკის ნავთობის ღირებულება ლონდონის ბირჟაზე 43 დოლარამდე შემცირდა, რაც 2009 წლის მარტის შემდეგ მინიმალური მაჩვენებელია. რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ნავთობის  ფასი 40 დოლარზე დაბლა დაეცემა. თუმცა, მას იმედი აქვს, რომ ამას ისევ ფასის ზრდა მოჰყვება.

ორშაბათის ვაჭრობა ჩინეთის საფონდო ბირჟებზე ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნით დასრულდა. შანჰაი კომპოზიტის და შენჩენ კომპონენტის ინდექსები 8 და 9 პროცენტით დაეცა. ამას ჯერ აზიის, შემდეგ კი ევროპის ბირჟებზე ინდექსების ვარდნა მოჰყვა. საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ბირჟებზე ვარდნამ 3-3.5% შეადგინა.

კომენტარები