უკრაინის დამოუკიდებლობის დღე

პოროშენკო: ომი ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ჯერ კიდევ გრძელდება

dailystormer.com

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. კიევში, ხრეშატიკზე სამხედრო აღლუმი ჩატარდა, რომელზეც ამჯერად საბრძოლო ტექნიკა არ იყო წარმოდგენილი. ქვეყნის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ომი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გრძელდება. პოროშენკოს განცხადებით, რუსული აგრესიის შედეგად 2 100 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 7 ათასზე მეტი - დაშავდა. 

"დამოუკიდებლობის 25-ე წელი ძალიან ფრთხილად, როგორც თხელი ყინული, ისე უნდა გავიაროთ. პატარა შეცდომაც კი ფატალური იქნება. ომი ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ჯერ კიდევ გრძელდება და მისი მოგება შესაძლებელია მხოლოდ თავდაცვითი ზომების, დიპლომატიური უნარების, პოლიტიკური პასუხისმგებლობისა და რკინის ნებისყოფის კომბინაციით. რუსეთმა უკრაინაში სეპარატისტებს 500 ტანკი, 400 ერთეული არტილერია, 950 ჯავშანმანქანა გამოუგზავნა. მხოლოდ ამ კვირაში ჩვენი საზღვარი სამმა დიდმა კოლონამ გადმოკვეთა", - განაცხადა პოროშენკომ.

კომენტარები