რუსეთი

შვიდი რამ რაც რუსეთში აკრძალულია

Pussy Riot-ის მხარდამჭერები მოსკოვში
REUTERS

ვლადიმირ პუტინის მმართველობის პერიოდში მრავალი საქმიანობისა და პროდუქტის აკრძალვა მოხდა. ზოგიერთი აკრძალვა რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სიტყვის თავისუფლების დაცვის მხრივ მნიშვნელოვნ უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ზოგიერთი აკრძალვა კი რუსეთის 143 მილიონ მოქალაქეს საშუალებას არ აძლევს დააგემოვნონ უცხოეთში წარმოებული საკვები პროდუქტები. 

1) "LGBT პროპაგანდა"

რუსეთში არატრადიციული სექსუალური ორიენტაცის ''პროპაგანდად" ითვლება ნებისმიერი სახის კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთში LGBT პირების უფლებების დაცვასა და მსგავს სამოქალაქო აქტივიზმს. Human Rights Watch-მა აღნიშნული კანონი ერთმნიშვნელოვნად დისკრიმინაციულად შეაფასა და აღნიშნა, რომ კანონი ქვეყანაში ჰომოფობიურ გარემოს უფრო მეტად გაამძაფრებდა. 


ფოტო: susans.org

2) ანონიმური ბლოგები

2014 წელს მიღებული კანონის თანახმად რუსეთის მოქალაქეთა ბლოგები, რომლებსაც დღეში 3 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავთ, მათ შორის (Blogpost, Wordpress, Tumblr) ბლოგები ვალდებულნი არიან, რომ მედია საშუალებად დარეგისტრირდნენ და რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგინონ მონოაცემები დამფუძნებელთა შესახებ. კანონის კრიტიკოსების შეფასებით ბლოგების მედია საშუალებებდად დარეგისტრირებითა და მათი რეგულაციებში მოქცევით რუსეთმა სიტყვის თავისუფლება შეზღუდა. 


ფოტო: huffpost.com

3) დასავლური საკვები

კრემლმა სხვადსახვა დასახელების საკვების იმპორტი სრულად აკრძალა აშშ-დან, ევროკავშირიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან და კიდევ სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ არსებულ სანქციებს მიუერთდნენ. რუსეთმა ამ საკვების საჯაროდ განადგურება დაიწყო, რასაც მოსახლეობაში პროტესტიც მოჰყვა. ქვეყანაში გავრცელდა პეტიციები, რომლებშიც მოსახლეობა ამოღებული საკვების სკოლებისა და ბავშთა სახლებისთვის გადაცემას მოითხოვს. სანქციების გამო მოსახლეობა მხოლოდ რუსული წარმოების პარმეზანით იკვებება. 


ფოტო: Getty Images

4) Meme-ეების შექმნა და გავრცელება

რუსულმა სახელმწიფო ინტერნეტ ცენზორმა Roskomnadzor-მა ინტერნეტში ცნობილი ადამიანების ფოტოსურათებისთვის ტექსტის მიბმა ანუ Meme-ს შექმნა და მისი გამოქვეყნება აკრძალა. Roskomnadzor-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხშირად Meme-ები ცნობილი ადამიანების ღირსებას შეურაცხყოფენ. რეგულაციები უცხოურ საიტებსაც შეეხება, რომლებმაც შერჩევით Meme-ს შემცველი კონტენტი რუსეთში უნდა დაბლოკონ, საწინააღმდეგო შემთხვევაში, რუსეთი უფლებამოსილია დაბლოკოს მთელი საიტი.


ფოტო: imgflip.com

5) უცენზურო სიტყვების გამოყენება

ტელევიზიებს, რადიოებს, თეატრებს, სტუდიებს აეკრძალათ მათ პროდუქციაში უცენზურო სიტყვების გამოყენება. უცენზურო სიტყვების გამოყენება ასევე აკრძალულია საკონცერტო საღამოებზე. ამ აკრძალვის დარღვევისთვის დამრღვევი პირი 2500 რუბლით ($40) ჯარიმდება. დამრღვევი კომპანიები კი 70 000 რუბლით ($700) ჯარიმდებიან. 


ფოტო: rt.com

6) "მარიხუანის დეკრიმინალიზაციის პროპაგანდა"

რუსეთმა აკრძალა ათობით საიტი, რომელებიც მარიხუანის დეკრიმინალიზაციას შეეხებოდა. ამის გამო რუსეთის ინტერნეტ ცენზორმა Roskomnadzor-მა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოციალური ქსელი Reddit.com-იც აკრძალა. საიტის აკრძალვის მიზეზი რამდენიმე ბლოგი გახდა, რომლებშიც საუბარი მარიხუანის დეკრიმინალუზაციის დადებით ეფექტებს შეეხებოდა. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ აშშ-ის დედაქალაქის, ვაშინგტონის მიერ მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით საკუთარი პროგნოზიც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქალაქის ყველა მცხოვრები ნარკოდამოკიდებული გახდებოდა. 


ფოტო: salon.com

7) მაქმანიანი საცვლები

რუსეთში, ბელორუსიასა და ყაზახეთში მაქმანიანი საცვლების იმპორტირება და მათი გაყიდვა აკრძალულია. აკრძალვის მიზეზი საბაჟო კავშირის რეგულაცია გახდა, რომლის მიხედვითაც ტანსაცმელი, რომელსაც ადამიანის კანთან აქვს შეხება უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა შეიცავდეს მინიმუმ 6% ბამბას. ის მატერია, კი რომლისგანაც მაქმანებიანი საცვლები მზადდება შეიცავს მაქსიმუმ 4% ბამბას. რეგულაციის ავტორთა აზრით მატერია, რომლის შემადგენლობაშიც მინიმუმ 6% ბამბაა კანს გარეგანი გაღიზიანებისგან იცავს. 


ფოტო: cnn.com

კომენტარები