რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა

უკრაინელ რეჟისორს ოლეგ სენცოვს რუსეთის სასამართლომ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

AFP

რუსეთის სასამართლომ ტერორიზმში ბრალდებულ უკრაინელ რეჟისორ ოლეგ სენცოვს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მეორე ბრალდებულს ალექსანდრ კოლჩენკოს კი, 10 წელი. ისინი ყირიმში, რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ დააკავეს. მათ ბრალად ყირიმში შენობებისთვის ცეცხლის წაკიდება და აფეთქების მცდელობები ედებოდათ.

ოლეგ სენცოვი თავს დამნაშავედ არ ცნობს და პროცესს ოკუპანტების სასამართლოს უწოდებს. უფლებადამცველები და უკრაინის ხელისუფლება სენცოვის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. უკრაინელი კოლეგის მხარდასაჭერად ცნობილი ევროპელი რეჟისორები გამოვიდნენ.

კომენტარები