რიკოთის გვირაბში, 26 აგვისტოს ღამის საათებში, სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება

რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გაწმენდითი და ელექტრო–მექანიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ღამის 01:00 სთ–დან დილის 07:00 სთ–მდე გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელი გზის გავლით. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 "დროის ამ პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა. რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის ჩაკეტვა და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად."-ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები