წვიმა ბათუმში

ბათუმში წვიმამ რამდენიმე ქუჩა დატბორა - სამაშველო სამსახური 300-ჯერ გამოიძახეს

ირინა ყურუა / ბათუმელები

ძლიერმა წვიმამ ბათუმის რამდენიმე ქუჩა დატბორა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის ზვიად ჯაფარიძის ინფორმაციით, ბათუმში, ღამის განმავლობაში, სახანძრო-სამაშველო სამსახური 300-ჯერ გამოიძახეს. მისივე თქმით, გამოძახებები შეეხებოდა სახლების დატბორვას და დატბორილი ქუჩებიდან ავტომობილების გამოყვანას. 

ჯაფარიძის ცნობით, დატბორილ ობიექტებზე წყლის დონემ იკლო და სამაშველო სამსახური წყალს ამ დროისთვისაც ტუმბავს. 

კომენტარები