თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

http://globe-views.com

თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს გაზმომარაგება შეუწყდება. ყაზტრანსგაზ-თბილისის ცნობით, ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი გეგმური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით, 11:00-დან 17:00-მდე გაითიშება. გაზმომარაგება შეუწყდება ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას. (920 აბონენტი).

11:00 საათიდან 17:00 საათამდე დიღმის IV კვარტალში მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #398-ის გეგმური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით, გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის მასივის IV კვარტალში მდებარე კორპუსებისა და ახმეტელის ქუჩა 2, 4, 6, 8, 10, 12-ის მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. (2120 აბონენტი).

11:00 საათიდან 17:00 საათამდე გლდანის IIIა მიკრო რაიონში მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #366-ის გეგმური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით, გაზმომარაგება შეუწყდება გლდანის IIIა მიკრო რაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას. (1400 აბონენტი).
 
გარდა ამისა, ყაზტრანსგაზ თბილისის ინფორმაციით, ისნის რაიონში, უჯარმის II შესახვევიში, მოქალაქის დაკვეთით, საცხოვრებელი სახლის სახურავზე გამავალი დ/წნევის დ-100 მმ გაზსადენის რეკონსტრუქცია (გაზსადენზე თაღის მონტაჟი და ქსელის აწევა) უნდა მოხდეს, რის გამოც დღეს 11:00-დან 17:00-მდე უნდა გაითიშოს ჭრელაშვილის ქუჩაზე მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #363. ამის გამო გაზის მიწოდება შეუწყდება უჯარმის I და II შესახვევის, II და III დოლაბაურის, პატარძეულის ქუჩების კერძო სექტორისა და ქეთევან წამებულის გამზ. 61, 63ა, 63ბ, 63ც, 65, 65ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას (680 აბონენტი). 

კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

კომენტარები