თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასის ცნობით, გლდანის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის და გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 16:010 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასალისა და გულიას ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ბესარიონ ჟღენტის ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარშენის, ბაგრატიონის, პაატა სააკაძის, დავითაშვილის, გუმათის და მნათობის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღოღობერიძის, დადიანის, ღრმაღელის, კნოლევის, დაისის, ქართლის, ქსოვრელის და გვაზაურის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის, სერგო წულაძის და თეთრიწყაროს ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ბელიაშვილის, ლუბლიანას და ბოხუას ქუჩების მცხოვრებლებს. 

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის გორის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის და შმიდტის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებს თელასი.

კომენტარები