ალი და ნინო

აჭარის მთავრობა: ალი და ნინოს დაზიანება მასშტაბური არ არის

ალი და ნინო
ნანა თვალავაძე / facebook.com/nana.tvalavadze

აჭარის მთავრობის განცხადებით, ალი და ნინოს ქანდაკება მასშტაბურად არ დაზიანებულა და მისი მონტაჟი ახალ ადგილას, 5 სექტემბერს დასრულდება. 

"ალი და ნინოს" ქანდაკების ადგილის შეცვლა, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, მისი საძირკველის დაზიანების გამო გადაწყდა. სკულპტურა, თავის დროზე, ზღვასთან ახლოს ტექნიკური დეტალების გათვალისწინების გარეშე დაიდგა. ბულვარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბათუმის მერიის თანხმობის საფუძველზე და ქანდაკების ავტორთან შეთანხმებით, „ალი და ნინო" ზღვის სანაპიროდან 50 მეტრის მოშორებით განთავსდება. 

დღეს ქანდაკების ადგილის შეცვლა ბათუმში გუშინ მომხდარმა სტიქიამ განაპირობა. სამწუხაროდ, სკულპტურის გადატანისას დაზიანდა მისი რამდენიმე ფირფიტა. კომპანიას „არნაბი 21", რომელიც „ალი და ნინოს" გადატანის სამუშაოს ახორციელებდა, სატენდერო პირობების მიხედვით, დემონტაჟისა და მონტაჟის დროს ქანდაკების დაზიანების გამო, სრული მატერიალური პასუხისმგებლობა დაეკისრება. დაზიანება მასშტაბური არ არის და უმოკლეს პერიოდში, ავტორთან კონსულტაციის შემდეგ აღდგება. „ალი და ნინოს" ახალ ადგილზე მონტაჟი 5 სექტემბერს დასრულდება", - ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.

კომენტარები