მკვლელობა ვირჯინიაში

მკვლელმა ჟურნალისტისა და ოპერატორის მკვლელობის ვიდეო გაავრცელა

ვირჯინიაში, ჟურნალისტისა და ოპერატორის მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა, თავად მკვლელმა გაავრცელა, თუმცა შემდეგ წაშალა. მასალაში ჩანს, რომ მსხვერპლი გასროლამდე ვერ ამჩნევს საფრთხის მოახლოებას. 

აშშ-ის ვირჯინიის შტატში პირდაპირი ეთერის დროს ჟურნალისტი და ოპერატორი მოკლეს. ადგილობრივი ტელეარხის 24 წლის რეპორტიორ ელისონ პარკერსა და 27 წლის ოპერატორ ადამ უარდს ქალაქ მონეტაში სავაჭრო ცენტრში პირდაპირი ჩართვის დროს ესროლეს. პოლიციამ დანაშაულის გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველებისთვის თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ცალკეული სააგენტოები ავრცელებენ მკვლელის მიერ გამოქვეყნებულ ტვიტს, სადაც ის წერს, რომ ელისონი, ერთ-ერთი მსხვერპლი, მისი მისამართით რასისტულ კომენტარებს აკეთებდა.

კომენტარები