მკვლელობა ვირჯინიაში

ოპერატორისა და ჟურნალისტის მკვლელმა თავი მოიკლა

ვესტერ ლი ფლენეგანი
independent.co.uk

აშშ-ის ვირჯინიის შტატში, ჟურნალისტისა და ოპერატორის მკვლელმა, ვესტერ ფლანაგანმა თავი მოიკლა, ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული პრესა ავრცელებს. 

ფლანაგანმა პირდაპირი ეთერის დროს ჟურნალისტი და ოპერატორი მოკლა. ადგილობრივი ტელეარხის 24 წლის რეპორტიორ ელისონ პარკერსა და 27 წლის ოპერატორ ადამ უარდს ქალაქ მონეტაში სავაჭრო ცენტრში პირდაპირი ჩართვის დროს ესროლეს. 

მოგვიანებით მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა თავად მკვლელმა გაავრცელა, თუმცა ის მალევე წაშალა. მასალაში ჩანს, რომ მსხვერპლი გასროლამდე ვერ ამჩნევს საფრთხის მოახლოებას. ცალკეული სააგენტოები ავრცელებენ მკვლელის მიერ გამოქვეყნებულ ტვიტს, სადაც ის წერს, რომ ელისონი, ერთ-ერთი მსხვერპლი, მისი მისამართით რასისტულ კომენტარებს აკეთებდა.

კომენტარები