ბორის ნემცოვის მკვლელობა

ბორის ნემცოვის ქალიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

AFP

მოკლული რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის ქალიშვილმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ჟანა ნემცოვას ადვოკატის თქმით, პოლიტიკოსის ქალიშვილი მიიჩნევს, რომ მკვლელობის გამოძიება არაეფექტურად მომდინარეობს. კერძოდ, გამოძიებას არც უცდია ჩეჩნეთის ხელისუფლების თანამდებობის პირთა გამოვლენა და დაკითხვა, რომელებიც შესაძლოა მკვლელობასთან კავშირში ყოფილიყვნენ. მანამდე ჟანა ნემცოვა ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის დაკითხვას ითხოვდა.

ბორის ნემცოვი 28 თებერვალს მოსკოვის ცენტრში მოკლეს. ამ საქმეზე ხუთი ადამიანია დაკავებული, ყველა მათგანი ჩეჩნური წარმოშობისაა.

კომენტარები