ნორვეგიული ტელეარხი ქვეყნის რუსეთის მიერ ოკუპაციაზე სერიალს უჩვენებს

კადრი სერიალ ოკუპირებულების ტრეილერიდან
tv2underholdning

ნორვეგიის ერთ ერთი მთავარი ტელეარხის ეთერში 27 სექტემბრიდან ახალი ტელესერიალი გავა, რომლის სიუჟეტი რუსეთის მიერ ნორვეგიის ოკუპაციაზე მოგვითხრობს. სცენარის თანახმად, ქვეყნის სათავეში ეკოლოგიის დამცველები მოდიან, რომლებმაც ნავთობისა და გაზის მოპოვების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირის ნებართვით, რუსეთი ნორვეგიის ოკუპაციას ახდენს. 

რუსეთის საელჩომ ნორვეგიაში სერიალის ეთერში გაშვების გამო პროტესტი გამოთქვა.

ფილმის იდეის ავტორი პოპულარული ნორვეგიელი მწერალი იუ ნიოსბეა, რომელმაც მომავალი სერიალის სცენარზე მუშაობა 2008 წელს დაიწყო. გადაღება 2013 წლიდან მიმდინარეობდა. 

სერიალი "ოკუპირებულები" ნორვეგიის ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული პროექტია. მისი ბიუჯეტი თითქმის 10 მილიონი ევროა. 

კომენტარები