თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის უწყება: შიდა ქართლში დაფიქსირებული ვერტმფრენები თურქეთს ეკუთვნის

Facebook.com

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთს დღეს საქართველოს საჰაერო სივრცე არ დაურღვევია. უწყება აღნიშნავს, რომ შიდა ქართლის ტერიტორიაზე დაფიქსირებული ვერტმფრენები თურქეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნის.

"პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რუსული ვერტმფრენების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს. შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე დაფიქსირებული ვერტმფრენები ეკუთვნის თურქეთის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც საქართველოს ნებართვით მიფრინავდნენ აზერბაიჯანის მიმართულებით", - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

GHN-ის ინფორმაციით, რუსეთმა დღეს, NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტის პარალელურად, საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ ერთხელ დაარღვია. კერძოდ, სააგენტოს მტკიცებით, ორი რუსული საბრძოლო ვერტმფრენი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე კონფლიქტის ზონიდან შემოფრინდა.

კომენტარები