გაზსადენზე ავარიის გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდა

http://globe-views.com

რეხის ქუჩაზე მდებარე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, დღეს, 17.00-დან თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდა.

ყაზტრანსგაზ-თბილისის ცნობით, გაზმომარაგება შეეზღუდა პირველი რეხის, მეორე რეხის, მესამე რეხის ქუჩებს, ასევე, რეხის შესახვევს, სამღერეთის, ორბეთის, ნოქალაქევის, ლამისყანის, სუვოროვის ქუჩებს, ასევე ლაითურის ქუჩის ნაწილს, გორდის ქუჩის ნაწილს, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობას, ლაითურის ქუჩაზე მდებარე პურის საცხობს, ხეხილსანერგე მეურნეობის ნაწილს (ხუდადოვის ქუჩის მარჯვენა მხარეს). სულ 1500-მდე აბონენტს.

გაზმომარაგება სამუშაოს დასრულებისთანავე აღდგება.

კომენტარები