NATO-საქართველო

NATO-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი დასრულდა

საქართველოს მთავრობა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.

NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოს გუშინ ეწვია. იენს სტოლტენბერგი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებს. ასევე, დაესწრო ეროვნული სასწავლო ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე, NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნას. გარდა ამისა, NATO-ს გენერალურმა მდივანი ნორვეგიელი ტერორისტის ანდრეს ბრეივიკის მიერ მოკლული ქართველი გოგონას, თამთა ლიპატელიანის მშობლებს შეხვდა და მათ პირადად მიუსამძიმრა.

კომენტარები