მიგრანტები ევროპაში

ავსტრიაში 71 მიგრანტის ცხედარი სატვირთო მანქანაში აღმოაჩინეს

bbc.com

ავსტრიაში, სატვირთო მანქანაში 71 ადამიანის ცხედარი აღმოაჩნეს. ადგილობრივი სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ ცხედრები სირიელ მიგრანტებს ეკუთვნით. გარდაცვლილთა შორის 8 ქალი და ოთხი ბავშვია.

მიტოვებული სატვირთო მანქანა პოლიციამ ქალაქ პარნსდორფის გარეუბანში აღმოაჩინა. წინაწარი დათვალიერებით დადგინდა, რომ მიგრანტები დღენახევარი ან ორი დღის გარდაცვლილები არიან, მათი დაღუპვის სავარაუდო მიზეზი გაგუდვაა.

სამი ადამიანი, სავარაუდოდ ბულგარელები, რომლებსაც სავარაუდოდ აღმოჩენილი მანქანა ეკუთვნით, უნგრეთში უკვე დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მიგრანტები უნგრეთიდან ავსტრიაში გადაყავდათ.

ბოლო თვეებში ევროპას მიგრანტთა უპრეცედენტო რაოდენობა მიაწყდა. მხოლოდ გასულ თვეში ევროკავშირის საზღვარი 107 ათასზე მეტმა მიგრანტმა გადაკვეთა. ზოგიერთი მათგანი კონტრაბანდისტებს დიდ თანხებს უხდის ევროპაში არალეგალურად შეღწევაში დახმარებისთვის.

ათასობით მიგრანტი ხმელთაშუა ზღვაში, ევროპაში გადასვლის მცდელობისას დაიღუპა.

 

კომენტარები