ოდესა

ოდესის მილიციის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

ქალაქ ოდესის მილიციის უფროსი ოლეგ მაკუხა 20 ათასი დოლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, დაკავების შემდეგ, მის კაბინეტში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სიმბოლიკაც აღმოაჩნეს.

ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოლქის მილიცია კრიმინალურ დაჯგუფებად იქცა. ამ სიტუაციის გამოსასწორებლად კი, მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინიტროს სტრუქტურებში სპეციალური სამსახური იქმნება, რომელიც მათ კორუფციასთან გაწმენდს.  

"ბევრჯერ გამიგია, რომ კორუმპირებულ მილიციელებს აქვთ რუსეთის საბჭოთა კავშირის ნოსტალგია. კორუფციონერები არიან პუტინის გაგრძელება ჩვენს შიგნით. კორუფცია და რუსული სამყარო ერთი და იგივეა, აქ კარგად ორგანიზებული, შეკრული პუტინის მეხუთე კოლონა იარსებებს. კარგი მაგალითი მოიყვანეთ  - ეს ადამიანი ქრთამს რუსეთის დროშის ქვეშ იღებდა, უკრაინის დროშის ქვეშ მალე ეს ძალიან არაკომფორტული გახდება" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები