მიგრანტები ევროპაში

ლიბიის სანაპიროთან ჩაძირულ ორ ნავში 500-მდე მიგრანტი იმყოფებოდა

bbc.com

ასეულობით ადამიანი დაიკარგა ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტებით დატვირთული ორი ნავის ჩაძირვის შედეგად. სულ ნავებზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ლიბიის სანაპირო დაცვამ 200-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინა. ზღვაში 100-მდე დაღუპულის ცხედარია ნაპოვნი. იტალიის სანაპირო დაცვამ კი, მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში ზღვაში 1400 მიგრანტი გადაარჩინა, რომლებიც ლიბიიდან იტალიაში მიემართებოდნენ. 

ბოლო თვეებში ევროპას მიგრანტთა უპრეცედენტო რაოდენობა მიაწყდა. მხოლოდ გასულ თვეში ევროკავშირის საზღვარი 107 ათასზე მეტმა მიგრანტმა გადაკვეთა. გაეროს მონაცემებით, სულ წლის განმავლობაში ხმელთაშუაზღვით ევროპაში 300 ათასი ადამიანი მოხვდა. 

კომენტარები