ჟურნალისტების მკვლელობა

მოკლული რეპორტიორის მამა ობამას იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებას სთხოვს

ვირჯინიის შტატის ტელეარხის მოკლული რეპორტიორის, ელისონ პარკერის მამა შეერთებული შტატების პრეზიდენტს იარაღის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას სთხოვს. ედ პარკერის თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა იარაღი ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანების ხელში ვერ მოხვდეს.

იარაღის კონტროლის გამკაცრების შესახებ კანონის მიღებას ობამას ადმინისტრაცია კონგრესის წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებს.

ჟურნალისტი და ოპერატორი მათმა ყოფილმა კოლეგამ ვესტერ ფლანაგანმა, პირდაპირი ჩართვის დროს მოკლა. თავის წერილში მკვლელი ამტკიცებდა, რომ მისი საქციელი რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ პროტესტმა გამოიწვია. არხის ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ იგი 2013 წელს სამსახურიდან აგრესიული ქცევის გამო დაითხოვეს.

ფლანაგანი თავის მოკვლის მცდელობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

კომენტარები