მედია

რატიანი: იმედის გადაწყვეტილება ივანიშვილის დაკვეთაა

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია იმედის გადაწყვეტილება საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების შეჩერებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა. დეპუტატის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ცდილობს ამ ხერხით შეინარჩუნოს ძალაუფლება.

"სხვა მაუწყებელზე სადებატო სივრცის, პოლიტიკური დისკუსიის სივრცის გაქრობა ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ძალაუფლების მხოლოდ ამ ხერხით შენარჩუნება. მდგომარეობის გამოსწორება, რეალობის გამოსწორება, ეკონომიკის გამოყვანა კრიზისიდან, რომელიც მას არ შეუძლია. შესაბამისად, მას მიაჩნია, რომ ამ ხერხით, სიტყვის თავისუფლების ჩახშობის ხერხით ის მიაღწევს რამეს. მე ვფიქრობ, ეს არის ერთმნიშვნელოვნად ივანიშვილის დაკვეთა" - განაცხადა სერგო რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია იმედის ეთერში სექტემბრიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუები აღარ გავა, მათ შორის "რეაქცია" და "იმედი კვირა". სპეციალურ განცხადებაში მითითებულია, რომ ეს დროებითია და 2016 წლიდან ტელეკომპანია მაყურებელს "თვისობრივად ახალ სატელევიზიო პროდუქტს" შესთავაზებს.

კომენტარები