შუალედური არჩევნები

პრემიერი მარტვილსა და საგარეჯოში ქართული ოცნების კანდიდატებს დღეს წარადგენს

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მარტვილსა და საგარეჯოში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის ქართული ოცნების კანდიდატებს დღეს წარადგენს. წარდგენა კოალიციის ცენტრალურ ოფისში 11:00 საათზე გაიმართება. 

საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ამ ორი რაიონის ამომრჩეველს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს, რადგან მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია რამდენიმე თვის წინ ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი კი, თავდაცვის მინისტრი გახდა.

აღსანიშნავია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციიის ჯგუფი, ასევე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. 

კომენტარები