კრიმინალი

დედოფლისწყაროში სილქნეტის სერვისცენტრის გაქურდვისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თეიმურაზ ქ. ქურდობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ღამით, დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „სილქნეტის“ სერვისცენტრის საკეტი დააზიანა, შენობაში შევიდა და სათვალთვალო ვიდეოკამერა, 13 ცალი მოდემი, კომპიუტერის მონიტორი და კავშირგაბმულობის ტექნიკის დეტალები მოიპარა. შსს-ს ცნობით, კომპანია სილქნეტმა 602 ლარის ოდენობით ზარალი მიიღო.

სამართალდამცველებმა, თეიმურაზ ქ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე დააკავეს. ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება მიმდინარეობს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).

კომენტარები