შუალედური არჩევნები

საგარეჯოში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ხიდაშელი იქნება

გოჩა ლეჟავა / RFE/RL

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილსა და საგარეჯოში ოქტომბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის ქართული ოცნების კანდიდატები წარადგინა. საგარეჯოში კოალიციის დეპუტატობის კანდიდატი თამარ ხიდაშელი იქნება. საგარეჯო მაჟორიტარის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. 

თამარ ხიდაშელი 2008-2010 წლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება მარტვილს, ამ რაიონში ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატი სოსო დანელია იქნება, მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნაული ჯანაშია იყო, რომელიც 2015 წლის მარტში გარდაიცვალა. 

ამასთან, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.

კომენტარები