შუალედური არჩევნები

ხიდაშელი ოპოზიციის ბოიკოტზე: გარდაუვალ წაგებაში მონაწილეობა არ უნდათ

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან შუალედური არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობაა. ხიდაშელის თქმით, ოპოზიციის ბოიკოტის მიზეზი არსებული საარჩევნო სისტემა არ არის. მისი აზრით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას "გარდაუვალ წაგებაში" მონაწილეობის მიღება არ სურს.

"საარჩევნო სისტემა არ არის მთავარი მიზეზი. მათ არ უნდათ გარდაუვალ წაგებაში მიიღონ მონაწილეობა. როდესაც პოლიტიკური პარტია არჩევნებს უცხადებ ბოიკოტს, მაშინ კარგად უნდა დაფიქრდე და ჩამოყალიბდე, გესმის თუ არა, რას ნიშნავს, იყო პოლიტიკური ძალა. არასდროს, ჩვენი საქმიანობის არცერთ ეტაპზე რესპუბლიკურ პარტიას არცერთი არჩევნებისთვის არ გამოუცხადებია ბოიკოტი, რადგან ეს არის პირველ რიგში საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობა და მეტი არაფერი. ამ გადაწყვეტილებით ისინი ბოიკოტს უცხადებენ შესაძლოა, პროცენტულად მცირე, მაგრამ ერთგულ ამომრჩევლებს, რომლებიც მათ ჰყავთ", - აღნიშნა ხიდაშელმა. 

საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.

კომენტარები