ინტერნეტი

კავკასუს ონლაინის ინტერნეტის საცალო ქსელს მაგთიკომი ყიდულობს

techreviewer.co.uk

კავკასუს ონლაინის ყველა აქტივს, რომელსაც კომპანია საკუთარი მომხმარებლებისთვის ინტერნეტის, ციფრული სატელეფონო სერვისისა (VOIP) და ინტერნეტ ტელევიზიის (IPTV)-ის გასავრცელებლად იყენებდა, შპს მაგთიკომი ყიდულობს. გარიგების შემდეგ მაგთიკომი ინტერნეტის საცალო ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება. 

მაგთიკომისა და კავკასუს ონლაინის გარიგების შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესრელიზიდან გახდა ცნობილი. კომისია შპს მაგთიკომის მიერ შპს კავკასუს ონლაინის კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის შემთხვევაში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენას შეისწავლის. კომისიაში საკითხის ზეპირი მოსმენა 5 ნოემბერს გაიმართება. 

კავკასუსი ამავდროულად სილქნეტთან შერწყმასაც გეგმავს. როგორც ცნობილია, სილქნეთი კავკასუს ონლაინის კაპიტალური აქტივებით, მათ შორის შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ინტერნეტკაბელის შეძენითაც არის დაინტერესებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში შესაძლოა ამ კაბელის ოპერატორი სილქნეტი გახდეს. 

კომენტარები