მიგრანტები

უნგრეთი სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს

BBC News

უნგრეთმა, მიგრანტებისგან დასაცავად, სერბეთთან საზღვარზე მავთულხლართების დამონტაჟება დაასრულა. სულ საზღვრის სიგრძე 175 კილომეტრია. ამ მონაკვეთს ათასი მესაზღვრე გააკონტროლებს.

საგანგებო ზომების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქვეყანას არალეგალი მიგრანტების უპრეცედენტო რაოდენობა მიაწყდა. მხოლოდ გასულ კვირაში საზღვარი 10 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა, წლის განმავლობაში კი, მათმა რაოდენობამ 140 ათასს მიაღწია.

უნგრეთთან საზღვარზე კონტროლი დააწესა ავსტრიამ, რის გამოც გზებზე  საცობები გაჩნდა. გასულ კვირაში ავსტრიაში, უნგრეთის საზღვრის მახლობლად, სატვირთო მანქანაში 71 გარდაცვლილი მიგრანტი აღმოაჩინეს.

მიგრანტები ძირითადად გერმანიასა და სკანდინავიის ქვეყნებში მოხვედრას ცდილობენ. 

კომენტარები