შენგენის სივრცე

გერმანია შენგენის შეთანხმების გაუქმებას არ გამორიცხავს

ანგელა მერკელი
JOHANNES EISELE / AFP

ევროპაში მიგრანტების განაწილების საკითხის გაურკვევლობა შენგენის შეთანხმების არსებობის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეთანხმდებიან დევნილების სამართლიან განაწილებაზე, შენგენის არსებობა ბევრი ქვეყნისთვის დღის წესრიგში დადგება.

გერმანიაში ვარაუდობენ, რომ წელს ამ ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა რეკორდული იქნება და 800 ათასს მიაღწევს. 

კომენტარები