თავისუფალი ვაჭრობა

შვეიცარიასა და ნორვეგიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობა დაიწყო

0 კომენტარი
ფოტო: trans-alpes.fr

1 სექტემბერს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან EFTA თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაიწყო. EFTA აერთიანებს ოთხ ევროპულ სახელმწიფოს: შცვეიცარიის კონფედერაციას, ნორვეგიის სამეფოს, ისლანდიის რესპუბლიკასა და ლიხტენშტაინს. ამ ქვეყნების მოსახლეობა 13 მილიონს შეადგენს და ის ევროპის კონტინენტის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსყიდველუნარიანობით გამოირჩევა. 

მოლაპარაკებების პირველ რაუნდს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე უძღვებოდა. ჯანელიძის თქმით, მოლაპარაკებათა დასრულება დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მოხდება. მისი თქმით, ახალი ბაზრები საქართველოს ექსპორტის დივერსიფიკაციის საშუალებას მისცემს. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამ ქვეყნებიდან დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის საშუალებასაც იძლევა.

EFTA-ს წევრ ქვეყნებთან ვაჭრობის მოცულობა საკმაოდ მცირეა, მეტიც, ამ ქვეყნებიდან სამში - ნორვეგიაში, ლიხტენშტაინსა და ისლანდიაში, 2015 წლის პირველი შვიდი თვის მანძილზე ექსპორტი საერთოდ არ ფიქსირდება, შვეიცარიაში ექსპორტირებული საქონლის ღირებულება კი $6 მილიონს შეადგენს. EFTA-ს წევრი ქვეყნებიდან იმპორტის მოცულობა კი წელს დაახლოებით $48 მილიონი იყო. იმპორტშიც $39 მილიონით წამყვანი ადგილი შვეიცარიას უჭირავს. 

მხარეთა შორის შეხვედრები და მოლაპარაკებების პროცესი 4 სექტემბრამდე გაგრძელდება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები