ბალტიის ქვეყნები

აშშ-მა ლატვიაში უპილოტო დამრტყმელი აპარატები გაგზავნა

http://www.af.mil

შეერთებულმა შტატებმა ლატვიაში MQ პრედატორის ტიპის ორი უპილოტო დამრტყმელი აპარატი გაგზავნა მომსახურე პერსონალთან ერთად, რომლის რიცხვი 170 ადამიანს შეადგენს. პრედატორები ლატვიაში წვრთნებში მონაწილეობას 15 სექტემბრამდე მიიღებენ. მათი გადასროლა ბალტიის ქვეყნებში ამერიკული პროგამის - ევროპის საიმედობის ინიციატივის ნაწილია, რომლის ამოცანა, უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, მოკავშირეთა მიმართ ერთგულების დემონსტრირებაა.

ვაშინგტონი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 250 ერთეული მძიმე ტექნიკის მუდმივად განთავსებას გეგმავს. 

კომენტარები