აშშ

ჰილარი კლინტონის 4 ათასი წერილი გამოქვეყნდა

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარატმენტმა ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ელექტრონული მიმოწერის ნაწილი გამოაქვეყნა, რომელსაც ის პირადი მეილით აწარმოებდა. სულ 4 ათასი მეილი გასაჯაროვდა, 150 მათგანი საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდა და დარედაქტირებულია.

FBI-მ კლინტონის მეილების შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ იგი, კანონის დარღვევით, მიმოწერისთვის პირად სერვერს იყენებდა.

კონგრესმა სახელმწიფო დეპარტამენტს კლინტონის მიმოწერის გამოქვეყნება დაავალდებულა. სულ გზავნილების რაოდენობა 60 ათასია, აქედან ნახევარი, კლინტონის მტკიცებით, პირადი ხასიათისაა. 

კომენტარები