აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში ჟურნალისტს 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

contact.az

ბაქოს სასამართლომ ჟურნალისტ ჰადიჯა ისმაილოვას შვიდნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჟურნალისტი, რომელიც რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობდა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო ცილისწამებაში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში.

ჰადიჯა ისმაილოვამ სასამართლო პროცესზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქმე მის წინააღდეგ გაყალბებულია და ბრალდება უსაფუძვლოა. მისი თქმით, „რეპრესიულ სისტემას" აზერბაიჯანში მალე ბოლო მოეღება. იგი რვა თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

ისმაილოვასთვის გამოტანილი განაჩენი დაგმო საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch. ორგანიზაციის განცხადებით, ისმაილოვა პოლიტიკური მოტივით დევნის, დარღვევებით მომდინარე სასამართლო პროცესისა და დისკრედიტაციის კამპანიის მსხვერპლია.

კომენტარები