თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია თელასის ინფორმაციით, დღეისთვის დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შემდეგ უბნებს შეეზღუდებათ:

გლდანის და ნაძალადევის რაიონები

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის II, IV მიკრორაიონების და გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კლდეკარის, ლაითურის, ხერთვისის, სუვოროვის, ლამისყანის და წერონისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრის, სამხედრო გზატკეცილის, სოფელ დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორიოანის, მიხეილ ჭიაურელის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის და სამგორის რაიონები

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველოს დასახლების I, II ქუჩების და კალოუბნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, გუნიას, ბელინსკის, ჭოველიძის, ჩიტაძის, ბერიძის, ჩაიკოვსკის, ჭონქაძის და ინგოროყვას ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ თელეთის, გორგასლის და გუნიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

კომპანია თელასი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

კომენტარები